鶹ý

მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე. დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში.

(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*


GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მომზადდეს სპეციალისტი, თანამედროვე  მედია, ქსელური და  მობაილ პროდუქციის წარმოების და პროექტების შექმნის, მედია ხელოვნების და რეკლამის დარგის მრავალფეროვან ვიზუალურ საკომუნიკაციო სფეროში, რომელსაც შეეძლება ვიდეო, გრაფიკული, აუდიო, სატელევიზიო, სარეკლამო, თვალსაჩინო-საგანმანათლებლო პროდუქციის, სხვადასხვა ბეჭდვითი და მედია ნაწარმის დიზაინისა და ილუსტრაციების შექმნა. ასევე, შეძლებს  ფერის რეპროდუქციის, ფოტოგრაფიის,  კომპიუტერული გრაფიკის და სხვა ვიზუალური მეთოდების ოსტატურად გამოყენებას დიზაინში,  სურათების, სიტყვებისა და დეკორაციების კომბინირებას, საფირმო სტილის, ბანერის, პლაკატის, წიგნების, ჟურნალების, პოსტერების, რეკლამის დაპროექტებას, წარმოებას, მართვასა და გამოყენებას ნებისმიერ საკომუნიკაციო  სფეროში, სხვადასხვა კომერციულ, საგამომცემლო, სარეკლამო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ინოვაციურ შემოქმედებით საქმიანობაში;

აქედან გამომდინარე, მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის  მიზანია სტუდენტს:

  • შეასწავლოს მედია ხელოვნების ფართო სფერო, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას, მედია, ქსელური და მობაილ პროდუქციის შექმნას, განვითარებასა და ანალიზს, სარეკლამო გარემოს დიზაინსა და მისი განვითარების მეთოდებს;
  • შეასწავლოს  მედია ხელოვნების და რეკლამის დარგში ძირითადი ვიზუალური მეთოდების გამოყენება მედია, ქსელური და  მობაილ პროდუქციის შექმნასა და მართვაში;  
  • გამოუმუშავოს მედია პროექტზე ან მის ნაწილზე მუშაობის უნარები - დაგეგმვა, შედგენა, განახლება, განმარტება, პრეზენტაცია და სხვა უნარი;
  • გამოუმუშავოს მედია ხელოვნების და რეკლამის დარგში ზოგადი და დარგობრივ-პროფესიული, ტრანსფერული  უნარები, ასევე საკვალიფიკაციო ნაშრომზე მუშაობის უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • გამოუმუშავოს არგუმენტული მსჯელობის უნარი სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან საკუთარი იდეების, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ;
  • გამოუმუშავოს ეთიკური და კროსკულტურული პასუხისგებლობა მრავალფეროვან ვიზუალურ საკომუნიკაციო სფეროში, საკუთარი შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრისა და  ცოდნის მუდმივად  განახლების უნარი.


მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი:

ფლǃს და განმარტავს  მედიაპროდუქციის დაპროექტების ძირითად თეორიებსა და პრინციპებს;

აქვს  მედია, ქსელური და  მობაილ პროდუქციის წარმოებაში ვიზუალური მეთოდების  დანიშნულების ფართო ცოდნა, აღწერს  სარეკლამო გარემოს დიზაინის ძირითად  მეთოდებს;

ფლǃს კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციის, დაპროექტების ორ და სამგანზომილებიან და აუდიო-ვიდეო სისტემებს, და ამავდროულად,  სარეკლამო დიზაინში, მედია, ქსელური და  მობაილ პროდუქციის შექმნასა  და მართვის პროცესში ეფექტურად იყენებს  ვიზუალურ მეთოდებს; 

იყენებს არსებული ციფრული ტექნოლოგიების რესურსს გრაფიკულ, ტექსტურ, მულტიმედიურ მასალაზე მუშაობის მთელი პროცესის მანძილზე, მოიპოვებს და ამუშავებს ინფორმაციას, ახდენს მის სისტემატიზებას, სასურველი ფორმით მოდელირებას და დემონსტრირებას;

აყალიბებს მედიაპროდუქციის დაპროექტების  მიზნებს და ახდენს მისი ამოცანების ფორმულირებას, სათანადო კონცეპტუალური მონაცემების  შეგროვებას, ანალიზს, დამუშავებასა და პრეზენტაციას;

შ᳥უძლია მედია პროექტების დაგეგმვა, შედგენა, განახლება, განმარტება, პრეზენტაცია,  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სისტემების ზოგადი მენეჯმენტი და მარკეტინგი;

ქმნის მედია ხელოვნების და რეკლამის დარგში საკვალიფიკაციო ნაშრომს ან/და მონაწილეობს მედია, ქსელური, მობაილ პროდუქციის შექმნის ჯგუფურ პროექტში  წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; ავლენს ზოგად, დარგობრივ-პროფესიულ, ტრანსფერულ  უნარ-ჩვევებს და მათ ფარგლებში მოქმედების უნარს;

არგუმენტულად მსჯელობს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან საკუთარი იდეების, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, ადვილად იზიარებს განსხვავებულ აზრს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;

წარმართავს&Բ;კომპლექსურ, არაპროგნოზირებად სასწავლო ან/და სამუშაო გარემოში განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას და იღებს ამასზე პასუხისმგებლობას. ახǃციელებს საკუთარ საქმიანობას ეთიკის პრინციპების დაცვით.

გ᳥გმავს&Բ;საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას,&Բ;თავად&Բ;განსაზღვრავს&Բ;საკუთარი შემდგომი სწავლის საჭიროებებს და ახǃციელებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სრული კურსის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს  შ᳥უძლია წარმატებით იმუშაოს ნებისმიერ ორგანიზაციაში, როგორიცაა:

მედია, კომერციული, საგამომცემლო, სახელმწიფო, სარეკლამო, საგანმანათლებლო, საბანკო ან სხვა ორგანიზაციებში.

მას შ᳥უძლია იმუშაოს  შემდეგ პოზიციებზე: დაბალი და საშუალო დონის დიზაინერი, გრაფიკული დიზაინერი, ციფრული ვიდეოს რედაქტორი, ციფრული გამოსახულების რედაქტორი, ანიმატორი, ილუსტრატორი, დამკაბადონებელი, დიზაინერ–მენეჯერი,  რეკლამის მენეჯერი და სხვა.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა


სწავლის საფასური (2024-2025 სასწავლო წელი)

Ҵ-ში მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართვ᳥ლოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტ᳥ბისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 3,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*


ჸფინანსება&Բ;

1. TOP GRANT - სწავლის სრულად ჸფინანსება&Բ;

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, Ҵ-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:

  1. მონიშნოთ პირველ ადგილზე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  2. მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.


3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*



დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელენე სუთიძე

ელენე სუთიძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო პროგრამა

(+995) 557 922 940
(+995 32) 220 65 20 (316)
elenesutidze@gau.edu.ge

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს  ფართო არჩევანის შესაძლებლობას დაგეგმოს საკუთარი პროფილი. კვალიფიკაციის მისაღებად, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად:

  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო სასწავლო კურსები - სტუდენტი აგროვებს 144 კრედიტს ძირითად სავალდებულო დარგობრივ სასწავლო კურსებში; 16 კრედიტს საკვალიფიკაციო ნაშრომში და 9 კრედიტს პრაქტიკის კომპონენტში (პორტფოლიო);
  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის არჩევითი სასწავლო კურსები - სტუდენტი აგროვებს 30 კრედიტს;
  • თავისუფალი კომპონენტი - სტუდენტი აგროვებს 40 კრედიტს, რომელიც მოიცავს 24 სავალდებულო და 16 არჩევით კრედიტს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტს ჩამოიყალიბოს და/ან გაიღრმავოს ზოგადი ტრანსფერული უნარები და გაიფართოვოს თვალსაწიერი მისთვის საინტერესო სფეროებში.
    თავისუფალი კომპონენტის არჩევით ნაწილში სტუდენტს შ᳥უძლია დააგროვოს 16 კრედიტი არა მხოლოდ წინამდებარე საგანმანათლებლო პროგრამიდან, არამედ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა, იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან ან საქართვ᳥ლოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული იმავე საფეხურის აკრედიტებული აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართვ᳥ლოს კანონმდებლობის მიერ.

დარგობრივი ინგლისური ენის განსავითარებლად პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო სასწავლო კურსებს.

პრაქტიკული კომპონენტი (10 კრედიტი) და კვლევითი კომპონენტი (საკვალიფიკაციო პროექტი  - 16 კრედიტი) გათვალისწინებულია მე-8 სემესტრში, რომელთა შესრულებაზე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაგროვებული აქვს სავალდებულო კრედიტები (174). პრაქტიკული კომპონენტის და კვლევითი კომპონენტის დეტალური აღწერა მოცემულია შესაბამის სილაბუსებში და თან ერთვის სასწავლო პროგრამას.

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

მედია ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართვ᳥ლოს მოქალაქ᳥ს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

Ҵ-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი.

მედია ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წ᳥სით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართვ᳥ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

მედია ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წ᳥სით ჩარიცხვა სხვა&Բ;ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართვ᳥ლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართვ᳥ლოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა