鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ხარისხის მენეჯმენტი: ეფექტური მართვის უნარები ISO სტანდარტების მიხედვით სასერტიფიკატო კურსის II ნაკადის გამოშვება.

ხარისხის მენეჯმენტი: ეფექტური მართვის უნარები ISO სტანდარტების მიხედვით სასერტიფიკატო კურსის II ნაკადის გამოშვება.

ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025

აჩვენე კალენდარზე

17 ივნისს (2025) „ხარისხის მენეჯემენტი: ეფექტური მართვის უნარები ISO 9001 -2015 სტანდარტების მიხედვით“ სასერტიფიკატო კურსის II ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ზინაიდა (ტატა) ჭანტურია და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.

კურსი განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის წარმომადგენლებისთვის, ვისაც სურთ ხარისხის მართვის სისტემების შესახებ სტრატეგიული ცოდნის მიღება, ასევე იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ კარიერის განვითარება ხარისხის მართვის სფეროში.

წარმოგიდგენთ კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებებს:

„ტატა გვიხსნიდა მარტივი ენით, საინტერესო მაგალითებით, სხვადასხვა სავარჯიშოებს გვაკეთებინებდა, პრაქტიკასთან ერთად თეორიის ცოდნა საუკეთესო კომბინაციაა. ტატა ძალიან ყურადღებიანი, საინტერესო დიქციის მქონე თავისი საქმის პროფესიონალია

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა