
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ლევან ვეფხვაძის ორგანიზებით, იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
აქტივობა მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და სტუდენტების პროფესიული უნარების გაძლიერებას – რეალურ პროცესთან მაქსიმალურად დაახლოებულ გარემოში.
GAU-სთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ რეალური, პროფესიული გამოცდილება – იმიტირებული პროცესები კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
აირჩიე GAU - აირჩიე 120!